მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობიდან რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები 47%-ით შემცირდა

64bd2843e0827
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.23 17:08
848
რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები ნავთობისა და გაზით ვაჭრობიდან 2023 წლის პირველ ნახევარში 47%-ით შემცირდა და 3,38 ტრილიონი რუბლი (37,4 მილიარდი დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.

ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები რუსეთის როგორც მთლიანად ეკონომიკისთვის, ასევე სახელმწიფო ხარჯებისთვის დაფინანსებისთვის გადაწყვეტ როლს ასრულებს. 

Reuters-ის თანახმად, უშუალოდ ივნისში შემოსავლები წლიურად 26%-ით იყო შემცირებული და ის 528 მილიარდ რუბლს შეადგენდა.

შემცირებული შემოსავლების გამო, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 42 მილიარდ დოლარს შეადგინა წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, რაც Reuters-ის თანახმად უკვე 17%-ით აღემატება მთელი 2023 წლის გეგმას.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით წელს ნავთობისა და გაზის საბიუჯეტო შემოსავლები 8.94 ტრილიონი რუბლი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია. ამასთან, ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 3 ტრილიონ რუბლზე, ანუ მშპ-ის 2%-ზე არის დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები