მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადური კვანტური კომპიუტერების კომპანია უოლ სტრიტზე IPO-სთვის ემზადება

კვანტური კომპიუტერი

კანადური კვანტური კომპიუტერების კომპანია Xanadu Quantum Technologies-ი საჯარო კომპანიად გამოცხადებისა და საფონდო ბირჟაზე დალისტვისთვის ემზადება.

როგორც ირკვევა, კომპანიამ Nasdaq-ზე მოხვედრის უფლება ერთ-ერთ ამერიკულ კომპანია Crone Harbor Acquisition Corp.-თან გაერთიანებით მოახერხა. Xanadu-ში მოელიან, რომ უოლ სტრიტზე გამოჩენისთანავე $500 მილიონის ახალ კაპიტალს მოიზიდავენ, კომპანიის შეფასება კი $3.6 მილიარდამდე გაიზრდება.

Xanadu-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კვანტური ტექნოლოგიის მიმართ საფონდო ბირჟებზე მოთხოვნის ზრდაზე, ასევე ამ მიმართულებით პერსპექტიულობაზე მიუთითებს. კანადურ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ დალისტვის შემდეგ მათი კვანტური კომპიუტერების კომერციალიზაციის მასშტაბი გაიზრდება, მათი სერვისის მიღებით დაინტერესებული მთავარი კომპანიები კი ფინანსური და კრიპტოგრაფიული ინდუსტრიის ლიდერები იქნებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები