მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნის გაერთიანება“

6377968cb9513
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.22 18:30
589
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყნის გაერთიანება გაცილებით მნიშვნელოვანია - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დეპუტატებს დასკვნითი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უგუნური პოლიტიკით ვერ დაიცვა საქართველო, რამაც ქვეყნის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების ე.წ აღიარება განაპირობა.

„ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ, მინდა ჩემი განმარტება გავაკეთო სტატუსის მნიშვნელობის თაობაზე და ასევე, ვისაუბრო ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივაზე. ამას გარდა, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს, რომ წარმოაჩინოს საზოგადოებისთვის სიტუაცია იმგვარად, თითქოს სხვა საკითხი, სხვა დღის წესრიგი ჩვენ არ გაგვაჩნია. სტატუსი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელზეც ეს ადამიანები არ საუბრობენ და რომელთა ბრალია, პირდაპირ უნდა ითქვას, ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაცია. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია. მათ ვერ დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, რამაც განაპირობა დროებითი ოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიების ე.წ აღიარება რუსეთის მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები