სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2015-2022 წლებში აღებული €786 მილიონის 12 სესხიდან ათვისებულია 189 მლნ ევრო ანუ ჯამური თანხის 24%.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, კერძოდ, საინვესტიციო პროექტების მართვის ქვეთავში წერია. გენერალური აუდიტორის ცნობითვე, აღნიშნულ სესხებზე 2025 წელს გადახდილია 4.7 მლნ ლარის ოდენობის "ვალდებულების გადასახადი" ანუ ე.წ. საკომისიო.
„ვალდებულების გადასახადი“ (ე.წ. Commitment Fee) არის საკომისიო, რომელსაც სახელმწიფო/კომპანია იხდის აუთვისებელ სესხებზე. საერთაშორისო ფონდები და საფინანსო ინსტიტუტები ამ “ჯარიმას” აწესებენ იმისთვის, რომ სესხად გამოყოფილი თანხა ეფექტიანად და დროულად მოხმარდეს პროექტებს. “ვალდებულების გადასახადი” ერიცხება კრედიტის აუთვისებელ ნაწილს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა სესხის ათვისება.
9 წელიწადში, აუთვისებელი საინვესტიციო კრედიტებისთვის მთავრობას მინიმუმ ₾41 მილიონის "ჯარიმის" გადახდა მოუწია
“საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ათვისების ნაწილში განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი კრედიტით დაფინანსებული პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. 114 მსგავსი ტიპის პროექტების დაბალი ათვისების ტენდენცია საბოლოო ჯამში შესაბამისი სესხების ფარგლებში გამოყოფილი რესურსის დაბალ ათვისებაში აისახება, რაც იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას.
2015-2022 წლებში გაფორმებული 12 საინვესტიციო სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ათვისებულმა თანხამ 188.7 მლნ ევრო შეადგინა, რაც ხელშეკრულებებით ჯამურად გათვალისწინებული თანხის 24%-ია (ჯამური თანხა 786 მლნ ევრო). აღნიშნულ სესხებზე 2025 წელს გადახდილია 4.7 მლნ ლარის ოდენობის ვალდებულების გადასახადი.
მოცემული საგარეო კრედიტების ხარჯზე დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების უმეტესობა გასულ წლებშიც დაბალი ათვისებით ხასიათდებოდა ზემოაღნიშნული ტენდენციების გამომწვევი მიზეზების ინდივიდუალური პროექტების დონეზე ანალიზის შედეგად გამოიკვეთა პროექტების სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე არსებული გამოწვევები, რაც უკავშირდება კონტროლირებად ან/და არაკონტროლირებად ფაქტორებს”, - წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.




























