მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანდიდატის სტატუსი ძალიან კარგი "კოზირია“ - ფადი ასლი

63f9d5e78ba0f
ელენე კვანჭილაშვილი
25.02.23 16:00
946
„კანდიდატის სტატუსი საქართველოს განათავსებს რუკაზე და გახდის მას ხილულს ინვესტორებისთვის. ეს სტატუსი უკვე არის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ“, – განაცხადა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ საქმიან დილაში, ელენე კვანჭილაშვილის #ანალიტიკას ბლოკში სტუმრობისას.

ფადი ასლი ბულგარეთის და რუმინეთის მაგალითებს იშველიებს და ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ამ ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 2 წელიწადში 50%–ით გაიზარდა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" ლიდერის, ირაკლი კობახიძის კომენტარს, რომ ვიზალიბერალიზაციამ დააჩქარა მიგრაციის პროცესები საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე "სისულელეს" უწოდებს.

„კანდიდატის სტატუსი ძალიან კარგი კოზირია, რომლის გამოყენებასაც მთავრობაც შეძლებს, რომ ინვესტორთა ნდობა მოიპოვოს. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ კანდიდატის სტატუსი ერთგვარი სტაფილოსა და ჯოხის პოლიტიკაა, სადაც სტაფილო სტატუსია, ჯოხი კი, ანუ სადამსჯელო იარაღი, ჩვენს მთავრობას უჭირავს“, – ამბობს ფადი ასლი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა 100%–ით რუსულ დღის წესრიგს მიჰყვება – მათ შორის, ყველასთვის აგენტის იარლიყის მიკერების გზით.

„საქართველოში არიან რუსი აგენტები, რომლებიც ხელს უწყობენ ისეთი კანონის შექმნას, რომელიც მიმართულია უცხოური აგენტების წინააღმდეგ, და არა რუსი აგენტების წინააღმდეგ. რაც ნამდვილად ამცირებს საქართველოს შანსებს, მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი" – ამბობს ფადი ასლი და დასძენს, რომ დღეს საქართველო ჰგავს ჩეჩნეთს და მისი შანსი, მოიპოვოს ეს სტატუსი, უფრო და უფრო მცირდება.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ ეს არ ხდება იმიტომ, რომ ევროპას არ სურს, მოგვანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

„ეს ხდება იმიტომ, რომ რუსეთს არ სურს, ამ სტატუსის საქართველოსთვის მინიჭება“, – ამბობს ფადი ასლი.








გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები