მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდიდატის სტატუსის მიღება ინვესტორების განწყობებისთვის უდიდესი ფაქტორი იქნება - ლევან კობერიძე

642c60f42b446
თელარა გელანტია
04.04.23 22:00
510
მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ინვესტორების განწყობებისთვის უდიდესი ფაქტორი იქნება.

ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

- ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება პირველ რიგში, იქნება უდიდესი ფაქტორი განწყობებისთვის. ეკონომიკა კი არის განწყობა. სწორედ ინვესტორების განწყობებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებისთვის, ტურისტების განწყობებისთვის და ა.შ. ჯამში, საქართველოს ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სტატუსის მიღებას, ამიტომ ამ თემას ყველა უნდა გაუფრთხილდეს.

- პირველ რიგში, საქართველოს მთავრობა უფრთხილდება ამ თემას?

- სამწუხაროდ, კომუნიკაციის ნაწილში არ უფრთხილდებიან. ხელისუფლების კომუნიკაცია ამ ნაწილში აბსოლუტურად ჩავარდნილია - ამას ვამბობ, როგორც კომუნიკაციის სპეციალისტი. წარმოუდგენელია, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თემაზე მმართველი პარტიის რომელიმე წევრი ამბობდეს, რომ თუ არ მოგვცემენ - დიდი ამბავი. ეს მათი თემა ხომ არაა?! ეს ხომ ქვეყნის მომავალს ეხება?!

- მარტო კომუნიკაციაა პრობლემა თუ საქმე - გულწრფელად უნდა ხელისუფლებას 12 პუნქტის შესრულება და შესაბამისად, სტატუსის მიღება?

- მე არ ვიცი, შიგნით რა ხდება. მე ვაფასებ გარედან და გარეთ არ გამოდის სწორად ეს ყველაფერი... „ამირან გულში მღეროდა“-სთან თუ გვაქვს საქმე, ეს ძალიან ცუდია; ეს არაა პოლიტიკა, ეს არის საჯარო საქმიანობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები