მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანდიდატის სტატუსის მიღება, საინვესტიციო გარემოს წახალისებას უზრუნველყოფს“- შიო ხეცურიანი

შიო ხეცურიანი

„კანდიდატის სტატუსის მიღება, საინვესტიციო გარემოს წახალისებას უზრუნველყოფს,“- ამის შესახებ BMG-სთან კომპანია „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა განაცხადა.

მისი ვარაუდით, საქართველოში ინვესტიციის განხორციელების მსურველი ადამიანების რიცხვი გაიზრდება, მათ შორის უძრავი ქონების სექტორშიც.

აღსანიშნავია, რომ ასოცირების ხელშეკრულება სწორედ ევროკავშირთანაა გაფორმებული, რომელიც ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ კანონს ითვალისწინებს. აღნიშნული კანონი უკვე მიღებულია და სამშენებლო სექტორის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, არაერთი ღონისძიება გატარდა. მათ შორის უსაფრთხოების და მშენებლობის სტანდარტების მხრივ.

„კომპანია „არქი“დიდი ხანია ენერგოეფექტურ მშენებლობას აწარმოებს და ენერგოეფექტურ მასალებს იყენებს. ვცდილობთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს ევროპული სტანდარტები შევთავაზოთ და ვეცდებით, რომ სამომავლოდ სხვა თანამედროვე ევროპული პრაქტიკები შემოვიღოთ. აქედან გამომდინარე, ევროპასთან ჩვენი ქვეყნის დაახლოება ყველა შემთხვევაში კარგია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი სექტორისთვისაც,“- აცხადებს ხეცურიანი.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, კომპანიის გენერალური დირექტორის ცნობით, 2023 წელი „არქისთვის“ პოზიტიური იყო, თუმცა გაყიდვების მიმართულებით მცირედი ცვლილებები ფიქსირდება.

ხეცურიანის განმარტებით, წლის განმავლობაში ფასები 7-10%-ით გაიზარდა და მომავალ წელს, პირველი სამი თვის ვარაუდით, 3-5%-იან ჭრილში ზრდის კუთხით დასტაბილურებაა მოსალოდნელი. მისი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზი კი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა, ბაზარზე არსებული მოთხოვნა, გლობალურად არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები