მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანდიდატის სტატუსმეტრი - როგორ სრულდება EU-ს 12 პირობა?

63c7ab151572c
შოთა ტყეშელაშვილი
18.01.23 12:24
2142
არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-მა დღეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პირობის შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, 12 პირობიდან საქართველომ ამ დრომდე არ შეასრულა 6 პირობა, ნაწილობრივ შეასრულა - 3; მეტწილად შეასრულა 2 პირობა, ხოლო ერთი პირობა სრულად შესრულებულია.

ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის 12 მიმართულებით პირობები 2022 წლის 17 ივნისს განუსაზღვრა.

კანდიდატის სტატუსმეტრი:

1 დეპოლარიზაცია - არ შესრულდა
2 საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები - ნაწილობრივ შესრულდა
3 დამოუკიდებელი სასამართლო არ შესრულდა
4 ანტი-კორუფციული ზომები - ნაწილობრივ შესრულდა
5 დეოლიგარქიზაცია - არ შესრულდა
6 ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა - მეტწილად შესრულდა
7 მედიის თავისუფლება - არ შესრულდა
8 მოწყვლადი ჯგუფების დაცვა - არ შესრულდა
9 გენდერული თანასწორობა - მეტწილად შესრულდა
10 სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა - ნაწილობრივ შესრულდა
11 ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება - შესრულდა
12 დამოუკიდებელი სახალხო დამცველი - არ შესრულდა

GRASS-ის აღმასრულებელი დირექტორის, სერგი კაპანაძის განცხადებით, შუალედური დასკვნა აჩვენებს, რომ მთავრობას ჯერჯერობით ევროკავშირის მიერ განსაზღვრული პირობების მნიშვნელოვანი ნაწილი არ აქვს შესრულებული, ხოლო ცალკეულ მოთხოვნებთან მიმართებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ამასთან, კაპანაძე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს პროაქტიულად გამოაქვეყნოს ინფორმაცია თუ რა ნაბიჯები იდგმება ამ მოთხოვნების შესრულებისთვის.

“სამწუხაროდ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა დეოლიგარქციზაცია, მედიის თავისუფლება, პროგრესი არაა და ეს მიმართულებები არ სრულდება. სხვა მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც ეხება სასამართლო რეფორმას, ინსტიტუციურ რეფორმებს, ნაბიჯები არის გადადგმული, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება ეს მოთხოვნები. ნაწილ მოთხოვნებზე, როგორიცაა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გადმოტანა ეს მეტწილად სრულდება.

მთავარი არის ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხებზე როგორიცაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, დიდი ინსტიტუციური რეფორმები ამ მხრივ ქართული ოცნება ან არ აკეთებს ან არ აპირებს რომ შეასრულოს. მთავარი გზავნილია ის, რომ საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვანი თავების გარეშე ძალიან გაუჭირდება კანდიდატის სტატუსის მიიღოს,”- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს კანდიდატობაზე უარი უთხრა და 12 მიმართულებით მოთხოვნების შესრულება განუსაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები