მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაშინებს მთავრობის განცხადებები... იმედია, პარტნიორების მიმართ ნარატივს გაასწორებენ - იურისტი

64822a08614ac
თელარა გელანტია
08.06.23 23:20
663
იურიდიული ფირმა BLC-ს მმართველი პარტნიორის ქეთი ქვარცხავას აზრით, საქართველოს მთავრობამ პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების მისამართით განცხადებების ნარატივი უნდა შეცვალოს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ მმართველი ძალის რიტორიკის გათვალისწინებით, ეჭვი ეპარება, რომ წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.

- დიდად პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს, სამწუხაროდ. ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, მაგრამ თანმიმდევრულობა იმ მთავრობის, რომელიც ამავე ხალხმა აირჩია, არ აჩვენებს იმას, ჩვენ ნამდვილად მონდომებული ვართ, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი... იქით ვუბღვერთ სხვებს (იგულისხმება პარტნიორი ქვეყნები) და ვეუბნებით, რომ ვალდებულნი არიან, მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. არავინ არაფერზე არ არის ვალდებული! თუ გეუბნებიან, რომ ჩემს სახლში თუ გინდა შემოსვლა, უნდა გაიწმინდო ფეხი, კეთილი უნდა ინებო და გაიწმინდო, რადგან დასვრილი ფეხით არავინ შეგიშვებს.

- გვეტყობა, რომ ასე ვიქცევით და „ფეხებს ვიწმენდთ“?

- დიდად ვერ ვხედავ...

- როგორ ფიქრობთთ, საით მიჰყავს მთავრობას ქვეყანა?

- ძალიან მაშინებს მთავრობის განცხადებები. იმედია, დაფიქრდებიან თავად და გაასწორებენ თავის ნარატივს ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მიმართ. ის, რაც დღეს არის, დაუშვებელია...

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- თვითკმაყოფილება უნდა დასრულდეს და მერე ყველაფერი კარგად იქნება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები