მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონის განხილვა უნდა დაპაუზდეს... ქვეყანაში არსებული რისკები უნდა მოიხსნას - ლევან სილაგავა

სილაგავა

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა უნდა დაპაუზდეს და პროცესი მოლაპარაკებების რეჟიმში გადავიდეს. როგორც მან ბიზნესასოციაციებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რეალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონთან მიმართებით არსებობს გამოწვევა - გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ვფიქრობთ, დღევანდელი საქართველო ისე არის მზად საკანონმდებლო ბაზით, რომ სრულიად შესაძლებელია, იქვე იყოს გამჭვირვალობის პარამეტრები ასახული, რომ გარკვეულად მოექცეს ეს იმ ბაზაში, რაზედაც დღეს გამოწვევა არსებობს. ბიზნესის წარმომადგენლები ამ აღქმით ვართ შეკრებილი და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს მეორე, მესამე კატეგორიის ბიზნესისათვის სარასის მიმართულებით აღრიცხვიანობის მიმართულებით ძალიან მაღალი ევროპული სტანდარტი და ჩვენი გამოსავლის ერთ-ერთი შეთავაზება იყო, რომ გარკვეულწილად საკანონმდებლო ბაზით მოწესრიგდეს ეს ყველაფერი.

ამ შემთხვევაში მოიხსნებოდა კანონის მიღების აუცილებლობა. დღეს მოვისმინეთ პრემიერის განცხადება გულწრფელ ახალგაზრდებთან მიმართებით და მინდა მივმართო დეპუტატებს - იქ დგანან ჩვენი შვილები, დეპუტატების, ბიზნესმენების შვილები, ამიტომ მნიშვნელოვანია დაპაუზდეს ამ კანონის განხილვა და გადავიდეს ყველაფერი მსჯელობის რეჟიმში. საერთოდ, ჩვენ ვუერთდებით მისწრაფებას, რაც ევროპული მიმართულებისკენ მიგვიყვანს. ის რისკები, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში, მოხსნილი უნდა იყოს“, - თქვა სილაგავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები