მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია... საქართველოს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში დავამატებ - შარლ მიშელი

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, "რუსული კანონის" მიღება საქართველოს ევროკავშირის გზას აშორებს.

როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა, ის საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში დაამატებს. მიშელი ყურადღებას ამახვილებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით მიენიჭა.

"ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამდა შესაბამის ნაბიჯებს და აუცილებელ დემოკრატიულ რეფორმებს გაატარებდა.

პარლამენტში "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას.

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აირჩია მომავალი ევროკავშირში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათი სწრაფვის მხარდასაჭერად.

ამიტომ, საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში", - წერს შარლ მიშელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები