მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს - თეთრი სახლი

TeTri saxli

კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებს - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი საქართველოს პარლამენტის მიერ „რუსული კანონის“ მიღებას.

"შეშფოთებულები ვართ საქართველოში "უცხოური აგენტების კანონმდებლობით", რომელიც სულ ახლახან დამტკიცდა პარლამენტის მიერ. მოლოდინია, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. იმ ფონზე, როცა არ არის ნათელი პარლამენტი დაძლევს თუ არა პოტენციურ ვეტოს, ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს და ნუ დაგვავიწყდება, რომ - "ნატოსაც".

ქართველი ხალხი ამ კანონმდებლობის მიმართ საკუთარ თვალსაზრისს გამოხატავს. გასულ შაბათ-კვირას, ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი, ათობით ათასი მშვიდობიანი მონაწილით, რომლებიც არ შეეპუენ დაშინების ტაქტიკას და თავიანთ მთავრობას უთხრეს, შეწინააღმდეგებოდა ამ კანონს, რადგან მათ ევროატლანტიკური მომავალი სურთ. შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. მაგრამ, თუ ეს კანონმდებლობა დამტკიცდება, ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს,“ - განაცხადა ჟან-პიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები