მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანონს მივიღებთ და სიტუაცია თავისით განიმუხტება - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე
13.05.24 20:42
193

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ხვალ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა ამ კანონს აუცილებლად დაამტკიცებს, ხოლო აღნიშნულით ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება “თავისით აუცილებლად განიმუხტება”.

ამასთან, კობახიძემ განაცხადა ისიც, რომ ოპოზიციური ძალები “მიდიან ვაბანკზე”, რადგანაც მათ იციან რომ არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებენ, რადგანაც თუკი ამის რესურსი ექნებოდათ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შეეძლებოდათ ამ კანონის გაუქმება.

“კანონს მივიღებთ და სიტუაცია თავისით განიმუხტება. ისინი ერთგვარ ვაბანკზე მიდიან პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები. კანონი იქნება მიღებული, ამის შემდეგ ყველანი გადავალთ უკვე ზაფხულის და შემდეგ უკვე საარჩევნო რეჟიმზე. მარტივად წავა რა თქმა უნდა ეს პროცესები. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ არჩევნები ტარდება ოქტომბრის ბოლოს, თუ დარწმუნებულები არ არიან, რომ აგებენ ამ არჩევნებს, მაშინ რა ანერვიულებთ? მოიგონ არჩევნები და ერთ კვირაში შეუძლიათ შეცვალონ კანონი, აქედან ხომ ჩანს, რომ რეალურად არჩევნების არავითარი იმედი არ აქვთ რადიკალურ ოპოზიციას. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ, კიდევ ერთხელ ხომ დადასტურდება, რომ ამ ქვეყანაში 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური ძალის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ზოგადად NGO-ების გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%-ზე მეტი რასაც აჩვენებს სოციოლოგიური კვლევა. უშუალოდ კანონს, იმ პირობებში როდესაც უცხოელები გვეუბნებიან, რომ არ უნდა მივიღოთ, მოსახლეობის 61% უჭერს მხარს კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ასეთ პირობებში ვერავითარი რადიკალური უმცირესობა ვერ აიძულებს საქართველოს პარლამენტს, რომ გადადგან ისეთ ნაბიჯი, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. სცენარი არის ძალიან მარტივი, ეს ქვეყანა აუცილებლად დამშვიდდება, ისევე როგორც ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით ამ ქვეყნის დამშვიდებას,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები