მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანოპროექტის მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობებზე - EU

6407ba94a1a63
მარიამ ვარადაშვილი
08.03.23 02:31
903
უცხოური გავლენების აგენტებზე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებას ევროკავშირი ეხმაურება. კერძოდ,
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში წერია, რომ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებსა და პრინციპირებს.

"სამშაბათს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტი. ეს არის მოვლენების ძალიან ცუდი განვითარება საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით ქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციებისთვის შემაკავებელი ეფექტის რისკს ნეგატიური შედეგებით, მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებელს იღებს მათი მუშაობიდან.

ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან თანხვედრაში არ არის. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს გაცხადებულ მიზანს, რომელსაც მოსახლეობის უმეტესობა უჭერს მხარს.

მის საბოლოოდ მიღებას შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენს ურთიერთობებზე.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას საკუთარი პირობა დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართ და ახსენებს მას ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები