მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაპიტალის ბაზარზე ბანკების დომინანტური როლის შემცირებას ითხოვენ - რა პოზიცია აქვს მთავრობას?

63b52c8686f33
ნინო ტაბატაძე
04.01.23 19:00
1248
კაპიტალის ბაზრის განვითარების პარალელურად, საფინანსო ბაზარზე ბანკების როლის შესუსტება არ იგეგმება - ამის შესახებ 2023-2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის თანდართულ დოკუმენტებშია ნათქვამი.

როგორც ირკვევა, საჯარო და დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული კონსულტაციებისას კაპიტალის ბაზარზე ბანკების დომინანტურ პოზიციაზეც გამახვილდა ყურადღება და ბაზრის მოთამაშეებმა სტრატეგიაში კონკურენციის საკითხებზე ყურადღების გამახვილება ითხოვეს. თუმცა, მათი მოსაზრების მხოლოდ ნაწილობრივ გათვალისწინება მოხდა.

სტრატეგიის ავტორები აცხადებენ, რომ საფინანსო სექტორში კონკურენციის გაძლიერება სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს, რომელიც წარმოდგენილია გავლენის ინდიკატორის სახით და არაერთი აქტივობით, თუმცა ამ კუთხით რადიკალურ ზომებს არ ემხრობიან.

„საქართველოს ეკონომიკის დაფინანსება და საფინანსო სექტორის მდგრადობა დამოკიდებულია ძლიერ კომერციულ საბანკო სექტორზე, შესაბამისად რადიკალური ზომების განხორციელება კონკურენციის განვითარების მიმართულებით, რომელიც სისტემური კომერციული ბანკების მდგრადობისათვის შესაძლოა რისკის შემცვლელი აღმოჩნდეს, არ არის მიზანშეწონილი. ამდენად სტრატეგიას კონკურენციის განვითარების მიმართულებით დაბალანსებული მიდგომა გააჩნია, რომელიც მეტწილად ეფუძნება კონკურენციის განვითარებას კაპიტალის ბაზრის განვითარების პოლიტიკის განხორციელებას და არასაბანკო ინსტიტუტების ჯამური აქტივების ზრდას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

კაპიტალის ბაზარზე საბანკო სექტორის დომინანტური პოზიცია წლებია კრიტიკის საგანია. დეკემბერში BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ აღნიშნა, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის მფლობელობის საკითხი (ამჟამად, ბირჟის მაჟორიტარი აქციონერები ბანკები არიან) კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ საკითხად შეიძლება იყოს განხილული.

“ჩვენ ვთვლით, რომ ბირჟის მფლობელობა უფრო დივერსიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ ამ თემაზე მოსაზრებების არაერთი გაცვლა გვქონია, საბანკო სექტორთან და მათი მოსაზრებაც ანალოგიურია. ვთვლით რომ კაპიტალის ბაზრის მფლობელობა ერთ-ერთი საკითხია. მხოლოდ ბანკები არ არიან ბირჟის აქციონერები, სხვა წვრილი აქციონერებიც არიან. ამ თემაზე ხშირად არ ვსაუბრობთ და კარგია, რომ კითხვა დამისვით. ზოგადად აქციონერთა სტრუქტურა შეიძლება ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი იყოს. კომერციული ბანკების მიერ ბირჟის ფლობა გადასაჭრელია, თუმცა, ჩემი აზრით, ეს არ არის ამ მიმართულებით ერთადერთი გადასაჭრელი საკითხი”, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

საფონდო ბირჟის მფლობელობის საკითხი როგორც შესაძლო შემაფერხებელი ფაქტორი განხილულია მთავრობის სტრატეგიულ დოკუმენტ "ხედვა 2030"-შიც. დოკუმენტში ადგილობრივი ბირჟის დაბალ ლიკვიდობაზე, ასევე ლოკალური ინვესტორების სიმცირეზეც არის საუბარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები