მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

S&P 500-ის ყველაზე ცუდი პერიოდები (1970-2024)

S&P 500

ამერიკის შეერთებული შტატების და, შესაბამისად, გლობალური ეკონომიკის ჯანმრთელობის განსაზღვრისთვის ბევრი კრიტერიუმი არსებობს, მათ შორის მთლიანი შიდა პროდუქტი, უმუშევრობის სტატისტიკა, საშუალო ხელფასი და წარმოების ინდექსი, მაგრამ, ხშირად, მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის ჯანმრთელობის განსაზღვრა, საფონდო ბირჟით შეიძლება.

უდავოა, რომ S&P 500, რომელიც აშშ-ის უდიდეს ხუთას კომპანიას აერთიანებს, მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი საფონდო ინდექსია, რომელსაც ხელი გლობალური ეკონომიკური აქტივობის გულისცემაზე უჭირავს. ამგვარად, თუ S&P 500 მცირდება, ესე იგი მსოფლიოში რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და თუ ის იზრდება - პირიქით.

დედამიწის ისტორიაში არაერთი რეცესია მომხდარა, მათ შორის ჩვენს სიცოცხლეში, იქნება ეს 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი თუ პანდემია, რომელმაც დედამიწაზე ეკონომიკური და ბიზნეს აქტივობა შეაჩერა. ოფიციალური განმარტებით, რეცესია არის პროცესი, რომელშიც ეკონომიკა მაშინ შედის, როცა ეკონომიკური აქტივობა, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტი, მიჯრით ორი კვარტალის განმავლობაში მცირდება. ბოლო წლებში შექმნილი არასტანდარტული მდგომარეობის ფონზე, ეს დეფინიცია, გარკვეულწილად, გადაიხედა, მაგრამ აკადემიური განმარტებით, რეცესია დღესაც ასე განისაზღვრება.

კაცობრიობას არაერთი გლობალური რეცესია ახსოვს, მათ შორის 1929-1939 წლების დიდი დეპრესია, როცა გლობალური ვაჭრობა ჩამოიშალა და ადამიანები უსამსახუროდ დარჩნენ. თუმცა დღეს, შედარებით ახალ, 1970 წლის შემდეგ მომხდარ რეცესიებზე მოგიყვებით, რომლებიც დედამიწაზე მცხოვრებმა ბევრმა ადამიანმა საკუთარ ტყავზე გადაიტანა.

2009 / გლობალური ფინანსური კრიზისი

S&P 500–მა 57%-ით იკლო

2002 / დოტ-კომის ბუშტი

S&P 500–მა 49%-ით იკლო

1974 / გლობალური სანავთობო კრიზისი

S&P 500–მა 48%-ით იკლო

1970 / ვიეტნამის ომი და ბრეტონ-ვუდსის სისტემის გაუქმება

S&P 500–მა 36%-ით იკლო

2020 / COVID-19 პანდემია

S&P 500–მა 34%-ით იკლო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები