მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობისას დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა

5ff8094b0dd35
BM.GE
08.01.21 11:26
804
კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის შედეგად დაშავებული პოლიციელი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამერიკული მედია სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. შედეგად, კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების გამო სულ 5 ადამიანია გარდაცვლილი.

რაც შეეხება დაღუპულ პოლიციელს ბრაიან სიქნიკს, მედიის ინფორმაციით, ის დონალდ ტრამპის მხარდაჭერების კაპიტოლიუმში შეჭრისას ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა მათ, რა დროსაც დაშავდა. მოგვიანებით ის ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოლიციელის გარდაცვალების საქმეს შესაბამისი ორგანოები გამოიძიებენ.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 დღის წინ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როდესაც შენობის გარეთ მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილი სენატში შეიჭრა და მცირე დროით სხდომათა დარბაზიც დაიკავა.

ვითარება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების განხილვის დროს გამწვავდა. შეჭრილი პირების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ამასთან, სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ნაწილობრივი ევაკუაცია განხორციელდა.

"ჩვენ არჩევნები მოგვპარეს და ხელიდან გამოგვაცალეს, ეს ყველამ იცის! მაგრამ კანონს პატივი უნდა ვცეთ"- განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter–ის მეშვეობით გამოქვეყნებულ მიმართვაში. ვიდეომიმართვა კაპიტოლიუმის წინ არსებული საპროტესტო აქციის განმუხტვისკენ იყო მიმართული.

CNN: ქალი, რომელსაც კაპიტოლიუმში ესროლეს გარდაიცვალა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები