მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კაპიტოლიუმზე შტურმი" - რა დაადგინა სასამართლომ ტრამპის საქმეში?

ტრამპი

კოლორადოს შტატის სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპი ჩართული იყო კაპიტოლიუმზე შტურმში, თუმცა ფიცი არ დაურღვევია და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მაინც აქვს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.

რამდენიმე წამყვანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის კონსოლიდირებული შედეგებით ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმს უახლოვდება და ამჟამად, 38.7%-ს შეადგენს.

ჯო ბაიდენის რეიტინგის შემცირების პარალელურად იზრდება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეფასება და გარკვეულ შტატებში, ტრამპი ბაიდენს მნიშვნელოვნად უსწრებს. მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინაში ტრამპს მოსახლეობის 42% უჭერს მხარს, როცა ჯო ბაიდენის შეფასება 33%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება იმ კვლევებშიც, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. 3-5 ნოემბერს ჩატარებული კვლევის თანახმად, ტრამპს მოსახლეობის 44% უჭერს მხარს, ბაიდენს კი - 42%.

აშშ-ის მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს ჯო ბაიდენს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები