დღეიდან ვენის აეროპორტი COVID-19-ის გამოსავლენად ტესტირებას გამოიყენებს, რათა თავიდან აიცილონ 14-დღიანი კარანტინი. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.
ახალი რეგულაციის მიხედვით, მგზავრმა აეროპორტში უნდა წარადგინოს სპეციალური საბუთი, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდება COVID-19-ით ავადობის ისტორია. აღსანიშნავია, რომ საბუთი ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უნდა იყოს გაცემული, ხოლო იმ მგზავრებს, ვისაც არ ექნებათ მსგავსი საბუთი კარანტინის გავლა მოუწევთ და ტესტირებას არ დაექვემდებარებიან.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დღეიდან მგზავრებს ვენის აეროპორტში, მოლეკულურ-ბიოლოგიური (პოლიმერიზული ჯაჭვური რეაქციის ან PCR) COVID-19-ის ტესტები ჩაუტარდებათ და შედეგები 2-3 საათის განმავლობაში ეცნობებათ.
როგორც ვენის აეროპორტი ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავს, მსგავსი ზომების შემოღებით აეროპორტი ცდილობს მოგზაურობა გახადოს უფრო უსაფრთხო და მარტივი. ტესტირების საფასური 190 ევროს შეადგენს და ვენის სტუმრებს მისი გამოყენება ქვეყნის დატოვების დროსაც შეუძლიათ.
ამ ეტაპზე ვენის აეროპორტიდან ფრენები სრულდება დოჰაში, დორტმუნდში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, ჰამბურგში, ლისაბონში, მინსკსა და სოფიაში.
4 მაისის მონაცემებით, ავსტრიაში ჯამურად გამოვლენილია 15,597 კორონავირუსით ინფოცირების დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 12 ინფიცირებული, ხოლო გაოჯანმრთელდა 3,981 ადამიანი.