მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგ გუნდს წარმატება მოაქვს“ – Beko საქართველოს ბაზარზე უკვე 25 წელია საქმიანობს

636bd21bafe05
ალა ისპირიანი
09.11.22 20:30
628
Beko საქართველოს გენერალური დირექტორის მეჰმედ მელექის განცხადებით „კარგ გუნდს წარმატება მოაქვს“. ამის შესახებ მან გადაცემა „Forbes კვირა“-ში კომპანია „ბეკო“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, Beko-ს წარმატების საიდუმლო, იმ ადამიანებშია, ვინც კომპანიაში მუშაობს და ასევე ხარისხში, რომელსაც Beko ინარჩუნებს.

„საკმაოდ რთული პერიოდები გვქონდა, მაგალითად, 2003 წლის რევოლუცია, 2008 წლის ომი, 2019-2020-ში პანდემია, მაგრამ, მადლობა ღმერთს ახლა ყველაფერი კარგად არის და 2022 წლამდე მყარი ნაბიჯებით მოვედით. კარგი გუნდი, როცა გყავთ ყოველთვის წარმატებული იქნები. ეს არის მთავარი წინაპირობა. მე ნამდვილად კარგი გუნდი მყავს და ამით ვამაყობ. როცა პროფესიონალებთან მუშაობ ასეთი პრობლემები მარტივად გვარდება. ასევე მნიშვნელოვანია ხარისხი“, - ამბობს Beko საქართველოს გენერალური დირექტორის მეჰმედ მელექი.

შეგახსენებთ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდ, „ბეკოში“ საქართველოში საქმიანობის 25 წლის იუბილე რამდენიმე დღის წინ აღნიშნეს. იუბილე „ბეკომ“ სრულიად განსხვავებული, დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ახალი ხაზის Beyond-ის პრეზენტაციით აღნიშნა. ახალი ხაზი მომხმარებელს მდგრად, მაღალეფექტურ, განსხვავებული დიზაინის, უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილ მიზნობრივ პროდუქციას შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები