რუსეთის მიერ, ბენზინის ექსპორტის აკრძალვის მიუხედავად, წლის ბოლომდე ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასები სტაბილური იქნება - ამის შესახებ BMG-სთან ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და "ვისოლის" თანადამფუძნებელმა განაცხადა.
სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ უპრობლემოდ მოხერხდა რუსული პროდუქციის ევროპულით ჩანაცვლება.
"რამდენიმე ხნის წინ, რუსეთმა ისევ შეწყვიტა ბენზინის იმპორტი. ეს საკითხი კონფერენციაზეც განვიხილეთ. წლის ბოლომდე ველით, რომ სტაბილური იქნება საწვავის ფასი. რაც შეეხება იმას, რა გავლენას იქონიებს რუსეთის ექსპორტის შეზღუდვა, ამ შემთხვევაში ბენზინის საწვავზე მაქვს საუბარი, არაფერი განსაკუთრებული. ეს პრაქტიკებიც იქნა განხილული, რომ ბოლო წლებში, ძალიან კარგად მოხერხდა რუსული პროდუქტის ევროპულით ჩანაცვლება. არ ყოფილა პრობლემა არც რაოდენობასთან და არც ფასთან. წლის ბოლომდე სტაბილური იქნება ფასები - ყველაფერი ამას მიუთითებს, როგორც ნავთობის ისევე ნავთობპროდუქტების კუთხით" - განაცხადა ფხაკაძემ BMG-სთან.
რუსეთმა, რომელიც საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მომწოდებელია ბენზინის იმპორტი საბაჟო კავშირის წევრ ქვეყნებს მიღმა 1-ელი მარტიდან აკრძალა. ~
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 187,01 მლნ აშშ დოლარის ნავოთობი და ნავთობპროდუქტები შეიძინა. აქედან, 108,6 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან.