მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს - 2024 წლის სტატისტიკა

კალონკა

2024 წლის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.59 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 12%-ით მეტია.

2024 წელს საქართველომ რუსეთიდან $520 მილიონი დოლარის ღირებულების 698 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წლიურად 6%-ით არის შემცირებული. სავარაუდოდ, შემცირების მიზეზი თავად რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ზაფხულის თვეებში მოხსნილი იყო, თუმცა 1 სექტემბრიდან კვლავ ძალაში შევიდა და 31 დეკემბრამდე მოქმედებდა, რაც თავად რუსეთში ბენზინის დეფიციტით იყო განპირობებული. აღნიშნულიდან გამომდინარე ქართულმა კომპანიებმა გაზარდეს ბენზინის იმპორტი რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და თურქეთიდან. რუსეთმა აღნიშნული შეზღუდვა წელსაც გაახანგრძლივა.

ქვეყანა იმპორტი თანხობრივად 2024 წელს იმპორტის მოცულობა - ტონა იმპორტის ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით
რუსეთი $520 მილიონი; 698,122 -6%
ბულგარეთი $184 მილიონი; 221,161 89%
რუმინეთი $164 მილიონი; 204,172 -2%
თურქეთი $77 მილიონი; 75,868 70%
აზერბაიჯანი $76 მილიონი. 96,119 -20%

საქსტატის თანახმად, საქართველომ 2024 წელს შესყიდული ნავთობის ნაწილი ექსპორტზე გაიტანა, კერძოდ ექსპორტმა $94.5 მილიონ დოლარს და 139 ათას ტონას მიაღწია. თანხობრივად ექსპორტი 41%-ით, რაოდენობრივად კი 69%-ით არის გაზრდილი. 2024 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი - $30.7 მილიონი დოლარის 60.6 ათასი ტონა ნავთობი ექსპორტზე ნიდერლანდებში გავიდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ნიდერლანდებში ნავთობის ექსპორტი არ ხორციელდებოდა, შესაბამისად ზრდა ძირითადად ნიდერლანდების მიმართულებით ნედლი ნავთობის ექსპორტირებას/რეექსპორტირებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები