მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი იქნება, თუ ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკას კურატორი მოადგილე ეყოლება - მოსაზრება

გიორგი აბრამიშვილი

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და კომპანია Energy Solutions-ს მმართველი პარტნიორის გიორგი აბრამიშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებას კურატორი მოადგილე ეყოლება.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ენერგეტიკის კურატორი მოადგილის რომეო მიქაუტაძის მიერ თანამდებობიდან წასვლის კომენტირებისას განუცხადა.

- ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კი თქვა, რომ ენერგეტიკის სექტორს კურატორობას პირადად გავუწევო, მაგრამ რამდენად რეალურია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამინისტროს ხელმძღვანელმა საკმარისი დრო გამონახოს დარგისთვის, როცა ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები აქამდეც აცხადებდნენ, რომ რომეო მიქაუტაძის კურატორობით, 10-12-კაციანი გუნდი აქტიურად მუშაობდა სამინისტროში, მაგრამ მაინც არ იყო საკმარისი?

- დიახ, რომეო მიქაუტაძის მუშაობით სექტორი ნამდვილად კმაყოფილი ვიყავით. მისი კურატორობის დროს ბევრი რაღაც დაიძრა წინ - ერთ-ერთი მთავარი სწორედ CFD მექანიზმის დანერგვა იყო. ვფიქრობთ, სამომავლოდ კარგი იქნება თუ ენერგეტიკის მიმართულებას ეკონომიკის სამინისტროში ცალკე კურატორი მოადგილე ისევ ეყოლება. მინისტრი ლევან დავითაშვილი ყოველთვის ჩართული იყო ენერგეტიკის თემებში და არ მგონია, გაუჭირდეს... რაც შეეხება მინისტრს რამდენად ეყოფა დრო, ამაზე კომენტარს მე ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის ყოველთვის დროულად და ლოგიკურად პასუხობს გამოწვევებს, რომელიც სექტორშია.

- ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის საჭიროებაზე ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობდნენ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები. თქვენ რომელ კატეგორიაში ხართ?

- სამინისტროს არსებობა ფორმალური ნაწილი მგონია. რაც შეეხება თანამშრომლების რაოდენობას, დიახ, მეც ვფიქრობ, რომ უნდა გაიზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჩართულები იქნებიან ენერგეტიკის განვითარებაში; საერთოდ არ ხდება კვლევები, საით მივდივართ, რას როგორ ვგეგმავთ ენერგეტიკაში, სულ მიმდინარე ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ვართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები