მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კარგი იქნებოდა ბიზნეს სესხების პროცენტის სუბსიდირება, როგორც ეს იპოთეკურ სესხებზე მოხდა”

5f129a70c6204
ანა ჯოხაძე
18.07.20 11:48
776

“კარგი იქნებოდა ბიზნეს სესხების პროცენტის სუბსიდირება, როგორც ეს იპოთეკურ სესხებზე მოხდა”- ამის შესახებ BM.GE-ის ავტომობილების გამქირავებელი კომპანია "ავტო სფეისის" დამფუძნებელმა ბექა სულაქველიძემ განუცხადა. როგორც ის ამბობს, პანდემიის დროს განსაკუთრებით გართულდა ბანკებთან ურთიერთობა და ბიზნეს სესხების აღება. შესაბამისად, ბიზნეს სესხების პროცენტის სუბსიდირება დღეს კერძო სექტორისთვის დიდი შვება იქნება.

“ბიზნეს სესხზე მქონდა განაცხადი შეტანილი ერთ-ერთ ბანკში და ზუსტად მაშინ, როცა თითქმის დამტკიცებული იყო ჩვენს კომპანიაზე სესხი და უნდა აგვეღო და დაგვეწყო ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, იმ დღეებში გაჩერდა სესხების გაცემა, ვსაუბრობ ბიზნეს სესხებზე, რაც ძალიან დიდი დარტმა იყო ჩვენთვის... ალბათ, კარგი იქნებოდა ბიზნეს სესხების პროცენტის სუბსიდირება, როგორც ეს იპოთეკურ სესხებზე მოხდა. ვინაიდან, ყველას სჭირდება დღეს თანხა, რომ ისევ ამოძრავდეს. ყველას, რაც კი ხარჯში ჰქონდა გათვალისწინებული იმაზე 2-ჯერ და 10-ჯერ მეტი აქვს დახარჯული. ჩემს შემთხვევაში ხარჯი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ველოდებოდი“-აცხადებს ბექა სულაქველიძე.

მისი თქმით, პანდემიამდე თუ კომპანია 80 ავტომობილს აქირავებდა, პანდემიის დროს მხოლოდ 8 მანქანა დარჩათ. სულაქველიძე ამბობს იმასაც, რომ ადრე თუ სეზონზე ტურისტები აქტიურად იყენებდნენ მათ სერვისს, დღეს ქვეყანაში ჩამომსვლელი უცხოელი ვიზიტორი აღარაა, ხოლო ადგილობრივი მომხმარებლების წილი იმდენად მცირეა, რომ რთულია კორონავირუსით შექმნილ ახალ რეალობაში საქმიანობის გაგრძელება, რომლის გავლენით მოთხოვნა მათ მომსახურებაზე 90%-ით არის შემცირებული. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები