მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი იქნებოდა, თუ აშშ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ძალიან კარგი იქნება თუ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს მაქსიმალურად ხელს შეუწყობს.

"ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს. მით უმეტეს ეს აშშ-ის მიგრაციის პოლიტიკის კუთხით ვერავითარ გამოწვევებს ვერ შექმნის. თუ პირდაპირი ფრენები იქნება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თუ იქნება ხელმოწერილი და სავაჭრო ეკონომიკური კავშირები გაძლიერდება, მეტი ინვესტიცია შემოვა. ამ მიმართულებით დღეს პრაქტიკულად ნულოვანი მდგომარეობა გვაქვს.

ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, თუმცა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს ამ ნაწილში. მქონდა ძალიან დამაიმედებელი შეხვედრა ამერიკის ელჩთან, მქონდა პოზიტიური გზავნილები, მთავარია ეს ყველაფერი გარდაისახოს აშშ-ს ხელისუფლების გადაწყვეტილებებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები