იტალიის ქალაქ ტურინში წლის შემაჯამებელი ტუნირის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალურ შეხვედრაში იტალიელი იანიკ სინერი ორ სეტში 6:3, 6:3 დაამარცხა.
ჯოკოვიჩმა კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯილდო, რისი წყალობითაც როჯერ ფედერერს გადაასწრო. ასევე ნოვაკი 36 წლის ასაკში გახდა ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც აღნიშნული ჯილდოს მოპოვება მოახერხა.
რაც შეეხება ფინანსურ დეტალებს, ტურნირის საპრიზო ფონდი 15 მილიონ დოლარს შეადგენდა. 8 მოთამაშიდან თითოეულმა 325 500 დოლარი მიიღო მხოლოდ იმის გამო, რომ რეიტინგის საუკეთესო რვა მოთამაშეს შორის არიან.
ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებისთვის მოთამაშეებმა პლუს 390 000 დოლარი მიიღეს. ფინალში გასვლით დამარცხებულმა სინერმა 1 მილიონ 105 ათასი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო გამარჯვებულ ჯოკოვიჩს 2 მილიონ 201 ათასი დოლარი ერგო.
აღსანიშნავია, რომ წესების თანახმად თუ მოთამაშე დაუმარცხებლად გახდება ჩემპიონი, საპრიზო ფონდი 4 მილიონ 801 ათასი დოლარია ხოლმე, თუმცა წელს ჯოკოვიჩმა ჯგუფურ ეტაპზე სწორედ სინერთან წააგო.