მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Kass Group-ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - ეკატერინე თორდია ქალების ნარატივში

გასულ წელს წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე პირველი ინფრასტრუქტურული პროექტი - „კასს ლენდი“ გაიხსნა. „კასს ლენდი“ ებრაული კომპანია „კასს გრუპის“ პროექტია, რომელიც საქართველოში პირველად, საერთაშორისო კერძო ინვესტიციით, დაცულ ტერიტორიაზე ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს და მოიცავს კანიონზე გადაჭიმული 240 მეტრი სიგრძის მინის ხიდს, რომლის შუაგულში განთავსებულია ბრილიანტის ფორმის კაფე-ბარი, ტერიტორიაზე მდებარეობს პრემიუმ ხარისხის სასტუმრო კომპლექსი კოტეჯებით, ასევე ვიზიტორთა ცენტრი, 1800 მეტრიანი გზა ჩანჩქერამდე მისასვლელად, ულამაზესი ხედები, საკემპინგე ადგილები და სხვა მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა. როგორია პროექტის შედეგები ერთი წლის შემდეგ? 

სტუმარი: ეკატერინე თორდია - Kass Group-ის გენერალური დირექტორი;

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები