მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატარიდან საფრენი აპარატები სახელმწიფოს არ უყიდია - გომელაური

შოვი

22 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები კატარიდან სახელმწიფოს არ შეუძენია. ამის შესახებ, შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა.

რომან გოცირიძის კითხვაზე, რატომ გაიზარდა საფრენი აპარატების იმპორტი 470%-ით და რა ტიპის აპარატებზეა საუბარი, მინისტრმა თქვა, რომ ეს არ ყოფილა სახელმწიფო შესყიდვა.

"ეს არ ყოფილა სახელმწიფო შესყიდვა. სავარაუდოდ კერძო იყო. რაც მოვიკითხე, ჩვენ არ შეგვიძენია ნამდვილად და არც სახელმწიფო სტრუქტურებს შეუძენიათ", - განაცხადა გომელაურმა რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ მინისტრის საათის ფორმატში.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 22.3 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 3.9 მლნ აშშ დოლარის. ოფიციალური სტატისტიკით, საფრენი აპარატების უდიდესი ნაწილი $22.01 მლნ-ის კატარიდან ვიყიდეთ, $198.1 ათასის ლატვიიდან, $80 ათასის - ეკვატორული გვინეადან, $26 ათასის - აშშ-დან, 15.1 ათასი აშშ დოლარი კი, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები