საქართველოში საფრენი აპარატების იმპორტი 470%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 22.3 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 3.9 მლნ აშშ დოლარის.
უნდა აღინიშნოს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რეექსპორტის მაჩვენებელი ნულოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში საფრენი აპარატების რეექსპორტი არ მომხდარა. ექსპორტზე კი, 2.5 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები გავიდა.
უწყების კლასიფიკატორის მიხედვით, აღნიშნული კოდის ქვეშ შეიძლება მოიაზრებოდეს ვერტმფრენები, სატელეკომუნიკაციო სატელიტები, თვითმფრინავები, კოსმოსური ხომალდები, სუბორბიტული , და კოსმოსური რაკეტა-მატარებლები.
ოფიციალური სტატისტიკით, საფრენი აპარატების უდიდესი ნაწილი $22.01 მლნ-ის კატარიდან ვიყიდეთ, $198.1 ათასის ლატვიიდან, $80 ათასის - ეკვატორული გვინეადან, $26 ათასის - აშშ-დან, 15.1 ათასი აშშ დოლარი კი, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.
ცნობისთვის, საფრენი აპარატების იმპორტის ზრდა წლიურ ჭრილში 2022 წელს დაიწყო. 2021 წელს საქართველომ 204.8 ათასის საფრენი აპარატები შეიძინა, 2022 წელს 39.6 მლნ აშშ დოლარის, 2023 წელს კი, 40.9 მლნ აშშ დოლარის საფრენი აპარატები.