საქსტატმა საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, თებერვლის განმავლობაში საქართველოს ექსპორტმა 456 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-ით, ანუ 27 მილიონი დოლარით მეტია.
ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტმა 915 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან მიმართებით 20%-ით მეტია.
რაც შეეხება იმპორტს, ის თებერვალში 963 მილიონს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 5.5%-ით ნაკლებია. ჯამურად იანვარ-თებერვალში იმპორტმა 1.98 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს წლიურად 9%-ით მეტია.
ჯერჯერობით უცნობია, რა საქონლის ექსპორტის და იმპორტის მოცულობა არის გაზრდილი, რადგანაც საქსტატის მონაცამები არის წინასწარი. საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს საქსტატი 20 მარტს გამოაქვეყნებს.