მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაციშვილი თითს თითზე არ დაადებს, აქ რომ რამე დაიწყოს - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში რომ ომი დაიწყოს, ქვეყანა მარტო დარჩება და ეს ქართველმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის.

"თუ სხვა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, ჩვენც გვაქვს. თუ საფრანგეთს აქვს, ჩვენც გვაქვს და ჩვენ, ცოტა უფრო მძიმე მდგომარეობაში ვართ. საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, ზოგი ნატოს და ზოგი ევროკავშირის წევრები არიან. ნატოს ატომური ქოლგით არიან დაცული. ჩვენ მარტო ვართ, არავინ ჩვენ არ გვიცავს. კაციშვილი თითს თითზე არ დაადებს, აქ რომ რამე დაიწყოს. არავინ ჩვენს ომს არ იომებს. არავინ ჩვენთან ბოროტ გავლენებს არ შეამცირებს და ეს ყველაზე კარგად იცის ქართველმა ხალხმა. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს, ყველაზე უკეთ იცის ქართველმა ხალხმა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, "ჩანს, რომ ზემოდან გვიყურებს ზოგიერთი, არ ვიცი, რა ჰგონიათ, რომ ახალი დემოკრატია ვართ და განსაკუთრებული მეურვეობა გვჭირდება!?"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები