რუსეთის ვოლოგოდის ოლქის პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელსაც გამოძიება მაღაზიის დაწვის მცდელობაში ადანაშაულებს.
როგორც სოფელ კურკინოს მცხოვრების ჩვენებიდან ხდება ცნობილი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საშუალო ასაკის კაცმა, რომელსაც მაღაზიაში ალკოჰოლი არ მიჰყიდეს, შურისძიების ნიშნად მაღაზიის ჯიბიდან მოლოტოვის კოქტეილი და ხელყუმბარა ამოიღო და მაღაზიას ცეცხლი წაუკიდა.
ადგილზე მალევე მოვიდა პოლიცია და ეჭვმიტანილი დააკავა. არსებობს მოსაზრება, რომ ბრალდებული რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შემთხვევა ახალ კანონს უკავშირდება, რომლითაც ვოლოგდის ოლქის უბნის მაღაზიებში და კორპუსებში მდებარე კვების ობიექტებში ალკოჰოლის გაყიდვა კვირის დღეებში მხოლოდ შუადღის თორმეტი საათიდან, შუადღის ორ საათამდე არის დაშვებული . შაბათ-კვირას და უქმეებზე კი, ალკოჰოლური სასმელები დილის რვიდან საღამოს თერთმეტ საათამდე იყიდება. მსგავსი კანონის მიღებას მოსკოვის საოლქო პარლამენტის წევრებიც განიხილავენ.