მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაცს, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს აღორძინებას, რატომ უნდა შერცხვეს ამ ფულზე საუბარი? - ივანიშვილი "რუსულ კანონზე"

ბიძინა ივანიშვილი

კაცს, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს აღორძინებას, ფერმერებს, სოფლის მეურნეობას, რატომ უნდა შერცხვეს ამ ფულზე საუბარი? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ის ამბობს, ყველაზე გულდასაწყვეტი მისთვის იყო ახალგაზრდების პოზიცია, რომელსაც თავს ახვევდნენ ფსევდო-ლიბერალები, თითქოს გამჭვირვალობის კანონი რუსულია, თუმცა არგუმენტი არავის ჰქონდა ამის დასადასტურებლად.

„ფულს ხარჯავს უცხოელი და არ უნდა ვიცოდეთ რაში ხარჯავს - ამაზე იბრძვიან. გასაგებია, NGO-ებში ხარჯავენ 90-95%-ს, რომლებსაც ქვეყანაში აგენტურის დაბრუნება უნდათ. ყველას არ შევეხები, მაგრამ ძალიან ბევრი, ვინც ბევრ დაფინანსებას იღებს გარედან, ასეთია. თუ გარედან ბევრი ფული დაიხარჯა, დაეხმარნენ ფერმერებს, მედიცინას, სოფლის მეურნეობას, არ თქვა, თორემ ძალიან ბევრი აღარ დახარჯავს და დაიხურებაო. მე პირიქით მგონია, კაცს, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს აღორძინებას, ფერმერებს, სოფლის მეურნეობას, რატომ უნდა შერცხვეს ამ ფულზე საუბარი? პირიქით. სახელმწიფოები ამბობენ, დავეხმარეთ საქართველოსო - ვითხოვთ საბუთებს, აბა სად არის, სად დაეხმარეთ? არ უნდათ, რომ გვაჩვენონ სად დახარჯავენ. მაგრამ ფულს ხარჯავენ რევოლუციებში და ამის დამალვა უნდათ: 2*2=4“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები