„კავკასიის ავტოიმპორტი“ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 100,000 ლარს გამოყოფს - ინფორმაციას კომპანია Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
„კავკასიის ავტოიმპორტი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, კავკასიის ავტოიმპორტი, 100,000 ლარს გამოყოფს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.