მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კავკასიის რეგიონში, კერძო სკოლებში პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე საქართველოში ირიცხება - Galt & Taggart

კვლევა

2023/24 აკადემიურ წელს საქართველოს კერძო სკოლებში 66.5 ათასი მოსწავლე ირიცხება, რაც მოსწავლეთა სრული რაოდენობის 10.5%-ია - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომელშიც საქართველოს საგანმანათლებლო სექტორია განხილული.

კვლევის თანახმად, კავკასიის რეგიონში, კერძო სკოლებში პროცენტულად ყველაზე მეტი მოსწავლე სწორედ საქართველოში ირიცხება.

შესაბამისად, თურქეთის კერძო სკოლებში მოსწავლეთა სრული რაოდენობის 7.4% სწავლობს, აზერბაიჯანში - 5.2%, სომხეთში - 2.9% ,ხოლო რუსეთში - 0.9%. ამასთანავე, საქართველოს მაჩვენებელი ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, სადაც კერძო სკოლებში მოსწავლეთა 16% ირიცხება .

ამასთანავე, Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოს კერძო სკოლები ძირითადად დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ფუნქციონირებს, რაც განპირობებულია შედარებით მაღალი შემოსავლებით, მოსახლეობის სოციალური სტატუსით და საზოგადოების გავლენით.

2023/24 სასწავლო წლისთვის კერძო სკოლების 18.9% თბილისშია განთავსებული, 17.1% ბათუმში, 12.5% - ქუთაისში, 5.3% - რუსთავში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში - 3.8%.

ამასთან, თბილისში გახსნილი 111 კერძო სკოლიდან თითქმის ნახევარი, 49 სკოლა, ვაკე-საბურთალოს რაიონშია გახსნილი, 23 სკოლა - გლდანი-ნაძალადევის რაიონში, 17 - დიდუბე-ჩუღურეთში, 13 - ისანი-სამგორში, ხოლო 9 - მთაწმინდის რაიონში.

Galt & Taggart-ის პროგნოზის თანახმად, 2028/29 აკადემიური წლისთვის, კერძო სკოლებში ჩარიცხული მოსწავლეების მაჩვენებელი 11.8%-მდე გაიზრდება და 73.1 ათას მოსწავლეს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები