"რუსული კანონის" წინააღმდეგ აუდიტორიებიდან ქუჩაში გამოსული კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების წარმომადგენლები ამ წუთებში პრეზიდენტს ხვდებიან.
სტუდენტებმა მსვლელობა უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით მოაწყვეს და როგორც ამბობენ, "გზად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიარეს", იმის გასაგებად, როგორია პრეზიდენტის პოზიცია გადაცდომებზე და კანონდარღვევებზე, რაც პოზიციის მხრიდან აქციების პროცესში ხდება.
შაბათს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტების დაწყებულ გაფიცვას ამ დროისთვის ოცამდე უნივერსიტეტის სტუდენტები და ნაწილის პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდნენ.