მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საირმეს“ თანამშრომლები გაიფიცნენ

63e9de98f2173
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.23 10:55
1534
„საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. ინფორმაცია ამის შესახებ აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი ავრცელებს.

„როგორც დაანონსდა, გამომდინარე იქიდან რომ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო, დღეს 13.02.2023 ლაბორის ორგანიზებით „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები ღირსეული სამუშაო პირობებისა და სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნით გაიფიცნენ.

გაფიცვა უვადოა და გაგრძელდება იქამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები.

ამ ეტაპზე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან გაფიცულები, სამართალდამცავები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მათ მიერ მოყვანილი ადამიანები გაფიცულების ჩასანაცვლებლად“, - ნათქვამია პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

BM.GE აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელს გიორგი დიასამიძეს დაუკავშირად და ჰკითხა - მას შემდეგ რაც დასაქმებულთა გაერთიანებამ გაფიცვა დაანონსა, იყო თუ არა კომუნიკაცია კომპანიის წარმომადგენლობასთან, რაზეც პროფკავშირის ხელმძღვანელმა თქვა, რომ კომპანიასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„მედიაციის პროცესში კომპანია ჩვენი მოთხოვნების დათმობას თითქმის სრულად ითხოვდა, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო და ამის შესახებ მათ იცოდნენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ პროტესტის ამ ფორმისთვის მიგვემართა“, - განმარტა გიორგი დიასამიძემ.

ცნობისთვის, კომპანიის "საირმე მინერალ ვოთერსში" 8 თებერლავს პროფკავშირის მხრიდან მიღებულ წერილზე, რომელიც დასაქმებულთა გაფიცვის შესახებ ამცნობდა, აცხადებდნენ რომ ეს მათთვის მოულოდნელი იყო. კომპანიაში დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს და თქვეს, რომ მდგომარეობაში გარკვევას შეეცდებოდნენ. კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ მედიაციის პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები