საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წყალთაშუა-კურორტი საირმის გზის მე-3 კმ-ზე მოძრაობა იკრძალება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწამ გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა, რაც სამუშაოებს საჭიროებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალთაშუა-კურორტი საირმის საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























