მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუს ონლაინს” 400 ათასამდე ლარის ჯარიმა გადახდილი აქვს - კომუნიკაციების კომისია

5ee38da0a98c2
სალომე მეცხვარიშვილი
12.06.20 18:11
1091
“კავკასუს ონლაინს” კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ჯარიმები გადახდილი აქვს, - ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს კომისიაში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, საუბარია სულ 3 ფულად ჯარიმაზე: 30, 90 და 270 ათასი ლარის ოდენობით(სულ 390 ათასი ლარი), რომელიც “კავკასუს ონლაინს” სხვადასხვა პერიოდში დააკისრეს.

ჯარიმების გადახდის ვადა კომპანიას განესაზღვრა და როგორც კომისიაში აღნიშნავენ, კომპანიამ კანონით დადგენილ ვადებში გადაიხადა.

კომისიამ კომპანია დააჯარიმა კანონდარღვევის გამო, რადგან კანონის შესაბამისად კომპანია ვალდებულია წილის გასხვისებამდე კომუნიკაციების კომისიის თნხმობა მიიღოს. ამ დრომდე კომუნიკაციების კომისია, ითხოვს, კომპანიამ წილები საწყის მდგომარეობაში დააბრუნოს, თუმცა, ამ დრომდე ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის. სწორედ ამიტომ კომუნიკაციების კომისიამ 25 ივნისს შესაძლოა კომპანიისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღოს. 

"კავკასუს ონლაინის" 49%-იანი წილი აზერბაიჯანელმა ბიზნესმენმა ნასიბ ჰასანოვმა იყიდა

"კავკასუს ონლაინი" 270 000 ლარით დაჯარიმდა – კომუნიკაციების კომისია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები