საქართველოს ტელეკომუნიკაციების ბაზარზე აზერბაიჯანული კომპანია Neqsol Holding-ი შემოვიდა. აღნიშნული ცვლილება საბითუმო ინტერნეტის ბაზრის უმსხვილესი მოთამაშის - "კავკასუს ონლაინის" მესაკუთრეთა რიგებში მომხდარ ცვლილებებს უკავშირდება. კერძოდ კი კომპანიის 49%-იანი წილის მესაკუთრე აზერბაიჯანელი ბიზნესმენი და Neqsol Holding-ის დამფუძნებელი ნასიბ ჰასანოვი გახდა, ამის შესახებ კი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში GNCC-ში "კავკასუს ონლაინის" შესახებ საქმის წარმოება მიმდინარეობდა, რაც კომპანიაში მესაკუთრეთა ცვლილების კომისიისთვის შეუტყობინებლობას უკავშირდებოდა. კანონმდებლობის მიხედვით, კომისიის თანხმობა იყო საჭირო იმისთვის, რათა მესაკუთრეთა რიგებში ამგვარი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელებულიყო. საბოლოოდ, 2020 წლის 12 მარტს GNCC-იმ "კავკასუს ონლაინის" 270,000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
მესაკუთრეთა ცვლილებამდე, "კავკასუს ონლაინის" 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია იყო. ამჟამად კი მისი წილი 51%-ს შეადგენს.
"კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. აღნიშნული მაგისტრალი ქვეყნის გლობალურ ინტერნეტთან წვდომის ერთ-ერთი მთავარი არხია.
რამდენიმე წლის წინ "კავკასუს ონლაინმა" საკუთარი საცალო ქსელის "მაგთიზე" რეალიზება მოახდინა, თუმცა ის ინტერნეტის საბითუმო ბაზარზე კვლავ წამყვან მოთამაშედ რჩება.
Neqsol Holding-ის შესახებ:
Neqsol Holding-ი აზერბაიჯანული ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის შემადგენლობაში შედის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური ოპერატორის - BakCell-ის აქტივების 100%-იანი წილი. კომპანიას აზერბაიჯანში 3 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავს.
ბევრად დიდია Neqsol Holding-ის კიდევ ერთი სატელეკომუნიკაციო აქტივის მოცულობა, რომელიც უკრაინაში მდებარეობს. საუბარია Vodafone Ukraine-ზე, რომელსაც 20 მილიონი აბონენტი ჰყავს.
"კავკასუს ონლაინის" 2018 წლის აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის აქტივები 149.6 მილიონ ლარს შეადგენდა. უცნობია რა თანხა გადაიხადა ახალმა მესაკუთრემ 49%-იანი წილის შეძენაში.
ამავე წელს კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 50 მილიონი ლარი, საოპერაციო მოგება კი 6.3 მილიონი ლარი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი