მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავკასუს როუდ პროჯექტმა" ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა

5df29a2d20db6
BM.GE
13.12.19 10:00
1293
Caucasus Road Project-ი ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კომპანიაა საქართველოში, რომელთანაც არაერთი მასშტაბური და სტრატეგიული პროექტის მშენებლობაა დაკავშირებული - მთავრობის სახლი ქუთაისში, გმირთა მოედნის, ლაგუნა ვერეს და ბარათაშვილის ესტაკადები, ანაკლიის ხიდი, მესტიის აეროპორტის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია და სხვა.

კომპანიისთვის, რომელიც ასეთ მსხვილ პროექტებშია ჩართული, ბიზნეს პროცესების მაღალი დონის ავტომატიზაციის გარეშე მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა კომპანიაში ERP სისტემის დანერგვა, რაც არც თუ ისე მარტივი პროცესია და როგორც პროვაიდერის მხრიდან, ასევე თავად კომპანიის თანამშრომლებისგან აქტიურ ჩართულობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

"როდესაც კომპანია მივიდა განვითარების იმ ეტაპზე, რომ ERP სისტემის დანერგვა აუცილებლობას წარმოადგენდა, დავიწყეთ ბაზრის გამოკვლევა. მოლაპარაკებები გვქონდა არაერთ პროვაიდერთან, მაგრამ არჩევანი შევაჩერეთ საერთაშორისო ბრენდ BDO-ზე, რადგან სხვა პროვაიდერები ჩვენთან შეხვედრებზე პრეზენტაციის სახით გვაჩვენებდნენ მხოლოდ პროგრამის შესაძლებლობებს. მათგან განსხვავებით, ჩვენ დავინახეთ, რომ BDO-ს გუნდს რეალურად ესმოდა ჩვენი ბიზნეს პროცესები. პრეზენტაციაზე იმას კი არ გვაჩვენებდნენ, რომელი ღილაკისთვის უნდა დაგვეჭირა რომელიმე ოპერაციის გასატარებლად, არამედ ჩვენი პროცესების გადაწყვეტის გზებს პროგრამაში. BDO-მ SAP-ის პროდუქტი - SAP Business One-ი შემოგვთავაზა. საბოლო ჯამში, გამოდიოდა რომ ჩვენ მომსახურებას გვიწევდა ორი საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის და უზარმაზარი გამოცდილების მქონე კომპანია", - ამბობს CRP-ის ფინანსური დირექტორი ნათია წიფურია.

კომპანიამ SAP Business One-ის საშუალებით მოახდინა ისეთი ყოველდღიური პროცესების ავტომატიზაცია, როგორიცაა შესყიდვები, მარაგების აღრიცხვა და მართვა, ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა და ა.შ. გარდა ამისა, CRP ერთდროულად ახორციელებს არაერთ პროექტს და პროგრამა კომპანიის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს პროექტების ჭრილში ადევნონ თვალი ხარჯვას და ნებისმიერ ეტაპზე გააკონტროლონ ამა თუ იმ პროექტის მომგებიანობა.

კომპანიაში ესმით, რომ ERP სისტემის დანერგვა ერთჯერადი პროცესი არ არის, რადგან კომპანიის განვითარებასთან ერთად პროგრამის მიმართ მოთხოვნებიც მუდმივად იცვლება - ჩნდება ახალი გამოწვევები, პროექტები, შესაძლებლობები. მუდმივ მხარდაჭერასთან ერთად საჭიროა პროგრამის კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად განვითარება. სწორედ ამიტომ, CRP გეგმავს BDO-ს სამშენებლო მოდულის დანერგვასაც, რომელიც სპეციალურად ნებისმიერი ტიპის სამშენებლო და დეველოპერული კომპანიებისთვისაა შექმნილი.

"BDO-სგან სულ ვგრძნობთ მზაობას მოისმინონ ჩვენი მოთხოვნები და საჭიროებები და მიიღონ გადაწყვეტილება დეველოპმენტის შესახებ. ახლა სპეციალურად ჩვენთვის ქმნიან საწვავის აღრიცხვის ფუნქციონალს, რაც ძალიან დაგვეხმარება სატრანსპორტო პარკის ოპერაციებთან გამკლავებაში. ჩვენ გვაქვს GPS სისტემა საწვავის კონტროლისთვის, მაგრამ არ არის საკმარისი, რადგან გვსურს არამხოლოდ საწვავის ხარჯვის კონტროლი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხარჯვის მიკუთვნება კონკრეტულ სამუშაოებზე.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენნაირი სამშენებლო კომპანიები სამუშაო დღეს არ ამთავრებენ სტანდარტულ დროს, შესაბამისად ERP სისტემის მხარდაჭერა არ არის საკმარისი მხოლოდ სტანდარტულ სამუშაო საათებში და BDO-ს გუნდი საღამოს ოფისში არაერთხელ დაბრუნებულა ჩვენს დასახმარებლად მათთვის არასამუშაო დროს", - ამბობს წიფურია. 

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები