მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კავშირები გაძლიერდება" - სომხეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ქართულ საბანკო სექტორთან თანამშრომლობაზე

სომხეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი

სომხეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი საქართველოს ბანკებთან თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ აცხადებს. როგორც BMG-ის სომხეთის ბიურო წერს, ამის შესახებ სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, მარტინ გალსტიანმა, ერევანში მიმდინარე ბანკების საერთაშორისო გამოფენაზე განაცხადა. გალსტიანმა სომხეთის, საქართველოს და ევროპული საბანკო ინსტიტუტების პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"წლების განმავლობაში ძლიერი ბიზნესკავშირები ჩამოყალიბდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კავშირები მხოლოდ გაძლიერდება. თითოეულ ჩვენგანს ამ კუთხით თავისი წვლილის შეტანა შეუძლია", - აღნიშნა სომხეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მყარი და მჭიდრო თანამშრომლობა მისცემს შესაძლებლობას მხარეებს უფრო ეფექტიანად გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რაც დღეს სწრაფად ცვალებად გარემოშია და უზრუნველყონ ზრდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს საქართველოს ბანკმა სომხეთის წამყვანი ბანკი "ამერიაბანკი" შეიძინა. ტრანზაქციის მოცულობა $303.6 მლნ იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები