მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძე მერიის სამსახურებისთვის ახალი შენობის მშენებლობაზე განმარტებას აკეთებს

61fbbeef236ad
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.22 15:36
2319
მერიის გადატანა არსად იგეგმება - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, გადავა თუ არა თბილსის მერია ახალ მისამართზე.

როგორც კალაძე განმარტავს, ახალი საოფისე ფართი, რომელი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აშენდება, საქართველოში არსებული 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა საცავი იქნება და იქ მხოლოდ მუნიციპალიტეტის ის სამსახურები გადავა, რომლებსაც თავისი ოფისი არ აქვთ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უმჯობესი ხომ არ იქნებოდა მერიას ამ პროექტისთვის განკუთვნილი თანხები ავარიული შენობა-ნაგებობის პროექტზე მიემართა, კახა კალაძემ ასე უპასუხა: „მუნიციპალიტეტს თანხები ყველაფრისთვის აქვს გამოყოფილი და სწორად არის გადანაწილებული, თუნდაც ავარიული შენობა-ნაგებობების თვალსაზრისით. ჯერ არ ვიცით ამაზე რა თანხა დაიხარჯება, პროექტირება მიმდინარეობს“.

ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხზე განცხადება ვაკის პარკიდან გაკეთებულ ლაივ-ჩართვაშიც გააკეთა და კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა. :

„ეს ძალიან დიდი ტყუილია და ამას შესაბამისი განცხადება მოჰყვა ჩვენი მხრიდან. ყოველთვის ვეტყვით საზოგადოებას სიმართლეს.

არანაირი მერიის მშენებლობა არ იგეგმება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრი გაკეთდეს. ანუ ის სერვისები, რომელიც დედაქალაქის მერიაში გვაქვს რეგიონებში ყველა რაიონში, ყველა ქალაქში გაკეთდება და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლოს ამ სერვისებით. ამ ყველაფერს თბილისის მუნიციპალიტეტი აკეთებს, შესაბამისად სერვერებისთვის, მონაცემთა ბაზისთვის საჭიროა შენობა-ნაგებობა, რომლის პროექტსაც ვახორციელებთ.

გარდა ამისა აქ გადავიყვანთ ისეთ სამსახურებს, რომელსაც საკუთარი ოფისი არ გააჩნია. ეს არის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო, თბილისის განვითარების ფონდი, საქალაქო დაცვის სამსახური, მუნიციპალური ინსპექცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ცნობისთვის: თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული რამდენიმე სამსახურისთვის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ახალი საოფისე შენობა უნდა აშენდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები