მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახა კალაძე: მეტროში არსებული სიტუაცია დამაკმაყოფილებელი არაა

5da5766af32e9
თელარა გელანტია
15.10.19 11:32
1349
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, თბილისის მეტროში არსებული სიტუაცია დამაკმაყოფილებელი არაა.
მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ მეტროში არსებული ვითარება შეაფასა.

„მეტროს დღეს ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს დღის განმავლობაში. შესაბამისად, მეტროში არსებული სიტუაცია არაა დამაკმაყოფილებელი. პრობლემას წარმოადგენს, როგორც ვაგონების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ასევე მეტროს სადგურებსა და გვირაბებში არსებული სიტუაცია. შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - ესაა ძალოვანი კაბელების ცვლილება - დაახლოებით, 450 კმ-ზე მეტი ძალოვანი კაბელის ცვლილება მოხდება. ასევე მთლიანად შეიცვლება გამნიავებლების სისტემა თავისი აგრეგატებით. სამუშაოები მომავალი წლის ივლისში დასრულდება. ამის გამო მეტრო 1 საათით ადრე ამთავრებს მუშაობას, რისთვისაც ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, უბრალოდ, სხვანაირად შეუძლებელია ამ სამუშაოების წარმოება, თუმცა ჩვენთვის მთავარია მგზავრების უსაფრთხოება. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ რაც კი მეტრო გაიხსნა, ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ განხორციელებულა“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის: ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებში მეტროში არსებულ სიტუაციის გამო ხშირად გამოთქვამენ უკამყოფილებას.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები