მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კეიპაქსი“ საახალწლო პერიოდისთვის აქტიურად ემზადება - რას სთავაზობს მომხმარებლებს?

კეიპაქსი

სარეკლამო კომპანია „კეიპაქსი“ საახალწლო პერიოდისთვის აქტიურად ემზადება. კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ცქიტიშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ აღნიშნა, რომ „კეიპაქსისთვის“ ახალი წლის მზადება ჯერ კიდევ ზაფხულში იწყება და აქტივობა დეკემბრის ბოლომდე გრძელდება.

ბრენდი, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა, ბიზნესებისთვის ინდივიდუალურად დამზადებულ, ბრენდირებულ პროდუქციას - აქსესუარებს, სუვენირებსა და სხვა ტიპის სასაჩუქრე ნივთებს ქმნის. კომპანიას პარტნიორი საწარმოები ჰყავს ჩინეთში, რაც შესაძლებელს ხდის ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის პროდუქტის წარმოებას.

„ახლა ჩვენთვის პიკური სეზონია - საახალწლოდ ყველა კომპანია ცდილობს, რომ თანამშრომლებს და კლიენტებს რაღაც ორიგინალური საჩუქარი გაუკეთოს. ამ პროცესს წინ დიდი მომზადება სჭირდება, ამიტომ ზაფხულიდანვე ვიწყებთ საახალწლო შეკვეთებზე ზრუნვას და კლიენტებს წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ დაგეგმვა დროულად დაიწყონ.

ხშირად, პროდუქტს თავიდან ბოლომდე ვქმნით - ეს შეიძლება იყოს სრულიად ახალი დიზაინი, ფერი ან ფორმა, რომელიც კონკრეტულად ამ კომპანიას ეკუთვნის და სხვას ფიზიკურად ვერ ექნება“, - აღნიშნავს ცქიტიშვილი.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მათ მომხმარებელს შორის არიან როგორც მსხვილი ბანკები და სადაზღვევო კომპანიები, ისე სხვადასხვა სერვის-ბიზნესი. კომპანია 2019 წლიდან ფინანსურ პარტნიორობას TBC ბანკთან აგრძელებს. ცქიტიშვილის თქმით, სწორედ ბანკის საკრედიტო ხაზი უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსურ მოქნილობას: „რადგან შეკვეთებისას ხშირად ავანსი არ გვაქვს, სწორედ TBC-ის მხარდაჭერაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პროდუქცია წინასწარ დავაფინანსოთ და მომხმარებელს დროულად მივაწოდოთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები