მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კერძო ბიზნესის წარმომადგენლები მზად არიან მინიმალური ხელფასის დაწესებაზე” - ირაკლი პეტრიაშილი

6447cba64c7d2
ნინი ლონგურაშვილი
25.04.23 22:30
671
12 555 ადამიანს საქართველოში თვეში საშუალოდ 55 ლარი აქვს ხელფასი - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროფკავშირების ცნობით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, 100 ლარზე დაბალი ხელფასი საქართველოში 12 555 ადამიანს აქვს და საშუალოდ, ანაზღაურების სახით, ისინი თვეში 55 ლარს იღებენ. თვეში 100 000 ლარზე მაღალი ხელფასი კი 277 ადამიანს აქვს და მათი ანაზღაურება თვეში, საშუალოდ - 530 940 ლარია.

“ ეს არის სრული კატასტროფა” - ასე ეხმაურება BMG-სთან, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებს.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მინიმალური ხელფასის დაწესება აუცილებელი და საჭიროა და კერძო ბიზნესი ამისთვის მზად არის.

“ამ კატასტროფული მონაცემების შესახებ, წლებია ვსაუბრობთ და გამოსავლის გზებსაც ვთავაზობთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ოფიციალური უწყება ამბობს, რომ ადამიანს არსებობისთვის 256 ლარი სჭირდება და ამაზე ოთხჯერ ნაკლები აქვს საქართველოში ადამიანებს ხელფასი. 12 555 ადამიანს 55 ლარი აქვს ხელფასი - ამას არ სჭირდება ენის ჩლექვით საუბარი, რომ ვმუშაობთ ამ თემაზე, ამას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება. ამ მონაცემებით მდიდრდები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ღარიბების კიდევ გაღარიბების ხარჯზე. წლებია ვამბობთ, რომ უნდა დაწესდეს ადეკვატური მინიმალური ხელფასი, სხვა ფორმულა და ახალი ველოსიპედის გამოგონება ამას არ სჭირდება. მინიმალური ხელფასის შემოღება ქვეყანაში, ამრავლებს სამუშაო ადგილებს . კერძო ბიზნესი, ვისთანაც ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, მზად არის მინიმალური ხელფასი დააწესოს. არანაირ პრობლემას მათთვის ეს არ წარმოადგენს“ აღნიშნავს ირაკლი პეტრიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები