ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, კერძო სექტორი იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ბიზნესომბუდსმენის საჭიროება არ ჰქონდეს.
ასე უპასუხა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა BM.GE-ის კითხვას, რომელიც ბიზნესის მიერ ვაკანტური ბიზნესომბუდსმენის პოსტს შეეხებოდა.
„ბიზნესი ისე ძლიერად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ დაცვას არ უნდა ვითხოვდეთ. მოვალეობა არ უნდა იყოს დაცვა, მოვალეობა უნდა იყოს შემოქმედება. მე არასდროს არავისთვის დახმარებისთვის არ მიმიმართავს და არც ვაპირებ. ყველა ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი იყოს. რაც ბევრს სთხოვ, მით უფრო სუსტდები“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
ცნობისთვის: ბიზნესომბუდსმენის პოსტი 2020 წლის სექტემბერში გათავისუფლდა, როდესაც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გადაინაცვლა. ამ ეტაპზე ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ნინო კვეტენაძე ასრულებს.