მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მაღაზიების მომარაგების რეჟიმი უნდა შეიცვალოს”- ჭყონია ღამის დისტრიბუციის ინიციატივით გამოდის

645dfac30d1a1
ანუკა ჯოხაძე
13.05.23 10:31
7462
სადისტრიბუციო კომპანიები დედაქალაქში შესაბამისი საპარკინგე არეალების გამოყოფას წლებია ითხოვენ. რამდენიმე თვის წინ დარგობრივმა ასოციაციამ შესაძლო საპარკინგე ადგილების ჩამონათვალიც მიაწოდა თბილისის მერიას, მაგრამ როგორც BM.GE-ის მერიაში განუცხადეს, კერძო სექტორის მხრიდან შეთავაზებული 550 ადგილიდან, მხოლოდ 130 საპარკინგე ადგილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მათი თქმით, დანარჩენი მოთხოვნილი ადგილები ძირითადად ტროტუარზე ან გზის სავალ ნაწილზე იყო.

სადისტრიბუციო მანქანების საპარკინგე სივრცეების პრობლემაზე საუბრობს ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც. მისი თქმით, პრობლემები აქვს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას", რომელსაც ამ ეტაპზე 60 სადისტრიბუციო მანქანა ჰყავს, თუმცა უახლოეს პერიოდში მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ჭყონიას თქმით, თქმით, პრობლემის მოგვარების გზა შესაძლოა ე.წ ღამის დისტრიბუცია იყოს.

“როგორც ვიცი, მერიამ გამოყო ადგილები, მთავარია ეს ადგილები სხვებმა არ დაიკავონ, მანდაც კულტურაა. ცუდი არ იქნება, თუ დამუშავდება ღამის მომარაგება. არ იქნება ცუდი თუ მერია ამის ორგანიზებას გააკეთებს, რთულია, მაგრამ ნელ-ნელა ქსელები გადავლენ იმაზე, რომ საღამოს 10:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მარაგდებოდნენ.

მომარაგების რეჟიმი უნდა შეიცვალოს, როგორც ადამიანის ცხოვრების რეჟიმი იცვლება ჩვენც ამას უნდა მოვერგოთ, რომ იოლი იყოს მომარაგება”, -ამბობს bm.ge-სთან საუბარში ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები