მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კერძო სექტორის ანაზღაურების მარჟა დაბალ კვალიფიციურ მუშა ხელში დაბალია" - თამილა ბარკალაია

ხალხი

"კერძო სექტორის ანაზღაურების მარჟა დაბალ კვალიფიციურ მუშა ხელში დაბალია", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. როგორც თამილა ბარკალაიამ BMG-სთან აღნიშნა, კადრების მოსაძიებლად დაბალი ანაზღაურება გამოწვევაა.

"დასაქმების სააგენტოში ათიათასამდე ვაკანსიაა. დიდი მოთხოვნა არის მაღალ კვალიფიციურ მუშა ხელზე, დაბალანაზღაურებად, დაბალი კვალიფიკაციის მუშახელზე. ამ შემთხვევაში ანაზღაურება არის გამოწვევა. კერძო სექტორის ანაზღაურების მარჟა დაბალ კვალიფიციურ მუშა ხელში არის საკმაოდ დაბალი, შესაბამისად, არ არის მოთხოვნადი თვითონ სამუშაოს მაძიებლებს შორის”,- განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

როგორც თამილა ბარკალაიამ განაცხადა, ქვეყანაში უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირებას სოციალური დახმარებები ხელს ვერ შეუწყობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა.

“ვერცერთი სოციალური გასაცემი ვერ ჩაანაცვლებს დასაქმებას; ვერცერთი სოციალური გასაცემი სიღარიბეს ვერ დააძლევინებს ოჯახებს. შესაბამისად, ჩვენი სწორება დასაქმებაზეა”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები