მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ღირსეული შრომითი პირობების პრობლემაა" - ელგუჯა მელაძე

ფული

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის განცხადებით, კერძო სექტორში კადრების დეფიციტი კვლავ მთავარი გამოწვევაა. როგორც ელგუჯა მელაძემ BMG-სთან აღნიშნა, სამუშაო ძალის დეფიციტის ერთ-ერთი გამოწვევა ღირსეული შრომაა.

"დიდი მოთხოვნაა, თუმცა სამუშაო ძალა გამოწვევაა. არა მხოლოდ კვალიფიციური, არამედ კვალიფიკაციის გარეშეც. სამწუხაროდ, შრომის ბაზარზე მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, ერთ-ერთი მთავარი თემა ღირსეული შრომითი პირობების პრობლემაა. საჭიროა იმ სტანდარტების, რეგულაციების გადმოტანა და შესრულება, რომლებიც განვითარებულ მსოფლიოშია დანერგილი", - აღნიშნა ელგუჯა მელაძემ.

BMG-ის კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ ადამიანების ნაწილს ღირსეული შრომითი პირობები და ანაზღაურება არ აქვს, "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ კერძო სექტორი არა.

"ვერ ვიტყვით, რომ ეს მხოლოდ კერძო სექტორის პასუხისმგებლობაა. სახელმწიფო პოლიტიკაა მნიშვნელოვანი. კერძო სექტორმა, ღირსეული სამუშაო პირობები შექმნას, მას დაბალანსებული ეკონომიკური პირობები უნდა ჰქონდეს. ისიც ვიცით, რომ ადამიანები ქვეყნიდან გაედინებიან და ამას წინ ვერ აღვუდგებით. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ადამიანებმა საქართველოში დარჩენა გადაწყვიტონ", - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები